რძის პროდუქტები ადამიანის კვებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. მათში უხვად არის კალციუმი, რომელიც ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების სიმტკიცეს და ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს. რძე, იოგურტი, მაწონი და ყველი მდიდარია ცილებით, რომლებიც აუცილებელია კუნთების განვითარებისა და ქსოვილების აღდგენისთვის. გარდა ამისა, რძის პროდუქტები შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რაც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისა და ენერგიის გამომუშავებისთვის.
ფერმენტირებული რძის პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი და მაწონი, დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. ისინი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს (პრობლიოტიკებს), რომლებიც აუმჯობესებენ ნაწლავების მიკროფლორას და აძლიერებენ იმუნიტეტს.
საბოლოოდ რძის პროდუქტების რეგულარული და ზომიერი მოხმარება ხელს უწყობს ჯანსაღ კვებასა და ორგანიზმის გაძლიერებას.