ლიდერი მწარმოებელი 1997 წლიდან
,,სანტე“ 27 წელზე მეტია, მილიონობით ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილია და ლიდერია ქართულ ბაზარზე. ეს არის უმსხვილესი რძის შემგროვებელი და გადამამუშავებელი კომპანია საქართველოში. ამჟამად ,,სანტე“ აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: ,,სანტე“, ,,სანტინო“, ,,ლოკო მოკო“ (საბავშვო ხაზი), ,,სანტისიმო“ (დესერტების ხაზი). სწორედ ამ 27-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს და ინარჩუნებს ნოვატორის სახელს ქართულ ბაზარზე.
სანამ ,,სანტეს“ მაცივარმანქანა ფერმიდან ან შემგროვებელი პუნქტიდან რძეს წამოიღებს, ნედლეულს ადგილზე უტარდება სხვადასხვა ანალიზი იმის დასადგენად, რომ ნამდვილად შეესაბამება ,,სანტეს“ მიერ დადგენილ სტანდარტებს. 6-დან 12 საათის განმავლობაში კი ,,სანტეს“ რძისმზიდს გადააქვს ქარხანაში, რომ არ დაირღვეს ცივი ჯაჭვი
კომპანიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია, რაც საშუალებას გვაძლევს, ხარისხი ყველა საფეხურზე ვაკონტროლოთ. ქარხანაში მოტანილ რძეს უტარდება საერთო ანალიზი. ნედლეული მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ ყველა შემოწმებას წარმატებით გაივლის და შეესაბამება მკაცრ ევროპულ სტანდარტებს. ამის შემდეგ კი გადაეცემა სააპარატო განყოფილებას და იწყება დამუშავების პროცესი.
კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. წარმოება სრულად ავტომატიზირებულია. პროცესი მუდმივი დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. სტანდარტებთან შესაბამისობაში რომ დავრწმუნდეთ, დაფასოებამდე პროდუქტი ისევ მოწმდება ლაბორატორიულად ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. ხარისხის მუდმივი კონტროლისთვის წლის განმავლობაში ,,სანტე“ საშუალოდ 52000-მდე ლაბორატორიულ ტესტს ატარებს.

ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს
წარმოების ყველა ეტაპი 100%-ით მოწმდება
პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება