,,სანტე“ 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე 27 წელზე მეტია, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.
ეს არის პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც რძის შესყიდვა მოსახლეობისგან დაიწყო და გამოთქვა ინიციატივა, ჰქონოდა საკუთარი რძის ჩამბარებელი პუნქტები. შრომისა და მუდმივი ინვესტიციების შედეგად დღეს თანამშრომლობს 10-მდე მსხვილ ფერმასთან. გარდა ამისა, 2000-მდე ფერმერისაგან იღებს რძეს 7 რძის შემგროვებელ პუნქტში.
,,სანტეს” სტანდარტები ევროპული სტანდარტების შესაბამისია. აქვს საკუთარი ლაბორატორია, სადაც წლიურად 52000-მდე ლაბორატორიული ტესტი ტარდება როგორც ნედლეულზე, ისე პროდუქციაზე.
2016 წელს ,,სანტეს“ ხარისხი მსოფლიოს უდიდესმა კომპანია ,,ლაქტალისმაც“ აღიარა. ეს იყო არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ქვეყნის წარმატება. ,,სანტე“ მიჰყვება ევროპულ სტანდარტებს. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ყველაფერი ერთად კი ქმნის კომპანიის წარმატებულ ისტორიას და ნიადაგს ამზადებს კიდევ უფრო წარმატებული მომავლისთვის.