,,სანტეს“ ინიციატივით დაინერგა შიდა აუდიტის სისტემა, რაც გულისხმობს ფერმების როგორც პერიოდულ შემოწმებას, ისე სრულ აუდიტს. კომპანიას ჰყავს პროფესიონალ ზოოტექნიკოსთა გუნდი, რომელიც ამოწმებს პირუტყვის ჯანმრთელობასა და მდგომარეობას, საკვებს, პროდუქტიულობას, ტარდება გარემოსდაცვითი და ბიოუსაფრთხოების ანალიზი. ეს ფერმერს ეხმარება ხარისხის გაუმჯობესებაში. ყველა პირობის შესრულების შემდეგ კი ვიღებთ ევროპული სტანდარტების შესაბამის ფერმასა და ნედლეულს.