ნედლი რძის დამუშავების პროცესებია: ფილტრაცია, სეპარირება, გასტანდარტება ცილისა და ცხიმის მიხედვით, პასტერიზაცია – იგივე თერმული დამუშავება. შედეგად ვიღებთ უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქტს. დამუშავებული რძე კვლავ გადის ლაბორატორიულ შემოწმებას, რის შემდეგაც იწყება წარმოება.