ლიდერი მწარმოებელი 1997 წლიდან

,,სანტე” მხოლოდ ქართულ რძეს იბარებს. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც  გამოთქვა ინიციატივა, ქვეყნის მასშტაბით საკუთარი  რძის ჩამბარებელი პუნქტები ჰქონოდა. დღესდღეობით ,,სანტე” 7 რძის ჩამბარებელი პუნქტიდან და 10-მდე მსხვილი ფერმიდან წლიურად 22 მლნ. ლიტრ რძეს იღებს.  ეს პუნქტები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გადანაწილებული. ხარისხიანი ნედლეულის მისაღებად რძე ჩაბარებამდე არაერთ შემოწმებას გადის. მხოლოდ ყველა ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ იგზავნება ქარხანაში.