რატომ არის ,,სანტეს“ მაწონი უნიკალური?

  მაწონი კავკასიური წარმოშობის პროდუქტია, რომლის ავთენტურობისთვის დამზადების ტრადიციულ მეთოდს დიდი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ენდემური დედოს გამოყენებით შეიძლება მაწონმა შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო თვისება, შემადგენლობაში ჰქონდეს მილიონობით ცოცხალი, სასარგებლო ბაქტერია, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის მიკროფლორისთვის. 

  ,,სანტეს“ დღემდე აქვს შენარჩუნებული ენდემური დედოს მოპოვებისა და გამოყენების უნიკალური ტექნოლოგია. ლაბორატორიული დედოს დასამზადებლად მაწონი მაღალმთიანი რეგიონებიდან მოგვაქვს. მოწმდება მიკროსკოპულად და ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებების შემდეგ კი იწყება ლაბორატორიული დედოს დამზადება, რომელიც წარმოებისთვის მხოლოდ მაშინ იგზავნება, როცა ხარისხი კომპანიაში დანერგილ სტანდარტებს პასუხობს.