ხარისხის კონტროლის სტანდარტები, რომელიც ,,სანტეშია“ დანერგილი, უფრო მკაცრია, ვიდრე კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი ნორმა. მზა პროდუქტის თითოეულ პარტიას ვადის გასვლამდე პროფესიონალ დეგუსტატორთა გუნდი ყოველდღიურად ამოწმებს. კომპანია მიჰყვება ევროპულ სტანდარტებს. პროდუქტი შემოწმებას გადის არა მხოლოდ ,,სანტეს”, არამედ აკრედიტირებულ ლაბორატორიებშიც. გარდა ამისა, თვეში ორჯერ (წელიწადში 24-ჯერ) მოწმდება სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ.